გაკვეთილის გეგმა


გავეთილის პორტფოლიო
მასწავლებლის სახელი, გვარი პირადი ნომერი : მზია ფირცხალავა 62001027380
საგანი-ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური|კლასი-დაწყებითი|პირველი კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა - 22სსსმ მოსწავლე-1
გაკვეთილის თემა- „ვანო, კატო და ჩიტი“
გაკვეთილის მიზანი-მოსწავლეები განივითარებენ ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ მცირე ზომის ტექსტის მოსმენის, გაგებისა და თავისი დამოკიდებულების გამოხატვის უნარებს. გამოთქვამენ ვარაუდებს სათაურის ირგვლივ, გამოკვეთენ პერსონაჟის ძირითად თვისებებს.
სწავლის შედეგები: შეძლებენ ტექსტის გაგება-გააზრებას , პერსონაჟის ძრითადი თვისებების გამოკვეთას, მათ დახასიათებას. პოზიტიურად განეწყობიან ცხოველების მიმართ, გაიზიარებენ, ამ მოთხრობის მიხედვით ადამიანის როგორი საქციელია მათთვის მიუღებელი.
შეძლებენ ილუსტრაციების დაკავშირებას მოსმენილ ტექსტთან მოქმედებათა თანმიმდევრობის მიხედვით.
შეძლებენ წაკითხულის დაკავშირებას პირად გამოცდილებასთან.
უნარები: მოსწავლეებს განუვითარდებათ წარმოსახვის და თავისუფალი მსჯელობის უნარი. ასევე თანამშრომლობისა და პრეზენტაციის უნარი.
წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები: მოსწავლე ფლობს წიგნთან მუშაობის უნარ-ჩვევებს, კითხვის მარტივ სტრატეგიებს, შეუძლია სურათის აღწერა, მცირე ზომის ტექსტის შეთხზვა და გააზრება.
ესგ-ს სტანდარტი
ქართ 1.1 მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში;
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         მონაწილეობს სიტუაციურ თამაშბში, ჯგუფურ აქტივობებში საჭიროების მიხედვით ადეკვატურად ცვლის სამეტყველო როლებს (უსმენს სხვებს, სვამს პასუხობს შეკითხვებს);
ქართ.1.10. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წიგნთან მუშაობის საწყისიჩვევები;
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         განარჩევს ეერთმანეთისაგან ტექსტის სიტყვიერი და არასიტყვიერ ნაწილებს (ილუსტრაციებს, პირობით ნიშნებს).
ქართ.1.14.
მოსწავლეს შეუძლია მარტივი წინადადებების შედგენა ნაცნობ თემებზე;
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მასწავლებლის მიერ მოცემული სიტყვების მიხედვით აგებს მარტივ წინადადებას.
ქართ .1.15. მოსწავლეს შუძლია გარკვეული საყრდენების დახმარებით მარტივი ყოფით ტექსტის წერა;
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ავსებს ტექსტში ნაკლულ ინფორმაციას.















აქტივობის აღწერა
მეთოდი/მეთოდები
ორგანიზების ფორმები

სასწავლო რესურსები
დრო
აქტივობა 1
მიზანი: გაკვეთილის სასწავლო მიზნისა და მოლოდინების გნსაზღვრა
მასწავლებელი ესალმება კლასს, აცნობს გაკვეთილის მიზნებს, მოსალოდნელ შედეგს და შეფასების რუბრიკას.

აქტივობა 2.
გონებრივი იერიში
მიზანი: ვარაუდების გამოთქმა
მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ორ დიდ ფორმატზე დახატულ ხეს. 1- მაღლა აწეული ტოტებით და წარწერითკარგი საქციელი“, 2- დაბლა დაწეული ტოტებით და წარწერითცუდი საქციელი“. მიმართავს მოსწავლეებს, წყვილებში იმსჯელონ, წარმოთქვან ვარაუდები, დაწერონ წებოვან ფურცლებზე და გააკრან შესაბამის ხეზე. აქტივობა სსსმ მოსწავლისთვის: სსსმ მოსწავლე მეგობრებთან ერთად აკრვს სტიკერებს შესაბამის ხეზე.

აქტივობის ბოლოს მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს სლაიდს „კარგი და ცუდი საქციელი“.
ვერბალური ახსნა












კითხვა პასუხი
მთელი კლასი











მუშაობა წყვილებში



















მთელი კლასი
გაკვეთილის მიზნები და შეფასების რუბრიკა დანართი: 1






დიდ ფორმატზე დახატული ორი ხე დანართი: 2
















ლეპტოპი.

პროექტორი.
2წთ










3წთ

აქტივობა 3.
კროსვორდის ამოხსნა
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეთა დაინტერესება. მოტივაციის ამაღლება.

მასწავლებელი მოსწავლეებს  წარმოუდგენს დიდ ფურცელზე დახატულ თანატოლ გოგონას- კატოს: და თანატოოლ ბიჭს- ვანოს. დაფაზე წერს გაკვეთილის სათაურსვანო, კატო და...“ სადაც გამოტოვებულ ადგილზე ჩასასმელია სიტყვა მოსწავლეები წინასწარ მომზადებული კროსვორდის ამოხსნის შემდეგ გამუქებულ უჯრებში ამოიკითხავენ დამალულ სიტყვას.

აქტივობა სსსმ მოსწავლისთვის: სსსმ მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით სტიკერის საშუალებით ამუქებს უჯრებს, სადაც ჩაწერილია საკვანძო სიტყვა.

აქტივობა 4.
სურათების დასათაურება.
აქტივობის მიზანი:
ცალკეულ ილუსტრაციებზე დაყრდნობიტ მონაკვეთების დასათაურება.
მასწავლებელი დაფაზე აკრავს მოთხრობის ილუსტრაცუებს, მიმართავს ბავშვებს კარგად დააკვირდნენ ნახატებს. წარმოიდგინონ თავი პატარა მწერლებად და გამოთქვან ვარაუდები, თუ რაზე შეიძლება იყოს ამ მოთხრობაში საუბარი.

აქტივობა 5.
არეული მარცვლების აკინძვა“
მიზანი: მარცვლებიდან სიტყვების, სიტყვებიდან წინადადებების შედგენა.
მასწავლებელი აჯგუფებს მოსწავლეებს სულ ოთხი ჯგუფია. ურიგებს ბარათზე დაწერილ, არეულ, დანომრილ მარცვლებს. უხსნის, რომ მარცვლები ერთმანეთში აერია. სთხოვს, მარცვლებზე დაწერილი რიცხვები დაალაგონ ზრდადობის მიხედვით და მიიღონ წინადადება. დავალების შესრულების შემდეგ ჯგუფის ლიდერები გამოდიან და წინადადებებს აკრავენ შესაბამის ილუსტრაციაზე.
აქტივობა სსსმ მოსწავლისთვის: სსსმ მოსწავლე ეხმარება მეგობრებს წინადადებების გაკვრაში.

აქტივობა 6.
წინადადებების შევსება
მიზანი: ტექსტის გაცნობა, ახალ ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა.
მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს დაფაზე განლაგებულ წინადადებებს მოთხრობიდან ვანო, კატო და ჩიტი. ყოველ წინადადებას აკლია  სიტყვა სიტყვაგაოტოვებულ წინადადებებს მასწავლებელი კითხულობს ხმამაღლა . ყოველ ჯგუფს ურიგებს სიტყვაგამოტოვებულ ტექსტს (თითო ჯგუფს ერთ წინადადებას, დაფაზე განლაგებულის ანალოგს), სთხოვს შეავსონ გამოტოვებული სიტყვა. ჯგუფიდან გამოყონ ერთი წევრი რომელიც ჯგუფში შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციას განახორციელებს დაფასთან.

აქტივობა 7.
ვმუშაობთ ჯგუფებში
მიზანი: მოსწავლეებს განუვითარდეთ დაკვირვების ურთიერთთანამშრომლობის უნარები.
მასწავლებელი ჯგუფებს აძლევს დავალებებს: ჯგუფი არეულ წინადადებებს აწყობს ისე რომ მიიროს დასრულებული მოთხრობის სახე.
ჯგუფი ილუსტრაციებს აწყობს ისე რომ მოქმედებების თანმიმდევრობა იყოს დაცული.
ჯგუფი ფურცელზე წერს სათაურს, რადგან მასწავლებელს დაავიწყდა
აქტივობა სსსმ მოსწავლისთვის: სსსმ მოსწავლე სათაურს მასწავლებლის დახმარებით აკრავს დაფაზე.
ჯგუფი სულიერ და უსულო არსებით სახელებს, ვინ და რა ჯგუფის არსებით სახელებს გამოყოფილ ტექსტიდან ამას დააფიქსირებენ წებოვან ფურცლებზე და გააკრავენ დაფაზე

აქტივობა 8.
მხიარული წუთშესვენება
მიზანი: პოზიტიუტი განწყობის შექმნა, განტვირთვა
მხიარული ლექსით და მარტივი ვარჯიშით მასწავლებელი ახდენს ბავშვების განწყობის შექმნას და მზადყოფნას ახალი აქტივობისთვის.

აქტივობა 9.
ვკითხულობთ ხმამაღლა
მიზანი: ტექსტის გაცნობა
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დაფაზე განლაგებულ ილუსტრაციებს და დაწერილ ტექსტს კარგად დააკვირდნენ და ხმამაღლა წაიკითხონ ჯერ პირველმა და მესამე ჯგუფმა ხოლო შემდეგ მეორე და მეოთხე ჯგუფმა.
აქტივობა სსსმ მოსწავლისთვის:სსსმ მოსწავლე ფანრის შუქს აყოლებს დაფაზე გაკრულ წასაკითხ ტექსტს მასწავლებლის დახმარებით.


აქტივობა 10.
დისკუსია
მიზანი: მსჯელობა გმირების საქციელის შესახებ და დასკვნების გამოტანა.
მასწავლებელი სხვასდასხვა დონის შეკითხვების მეშვეობით წარმართავს დისკუსიას მოთხრობის შესახებ ბავშვები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს და დამოკიდებულებებს.
-
როგორ ბავშვი ყოფილა ვანო? კატო?
-
რომელი ნაცნობის მოთხრობის გმირი მოგაგონათ ვანომ?
-
რატომ იტანჯებოდა ჩიტი გალიაში?
-
რას ურჩევდით ვანოს?
-
რა იყო საინტერესო?
-
გამოვიყენებთ თუ არა შესწავლილს ცხოვრებაში?
მასწავლებელი მიმართავს კლას როგორც ხის დამყნობით შეიძლება შეიცვალოს ნაყოფი, ასევე მისაბაძი მაგალითით შეიძლება შეიცვალოს ცუდი საქციელიც. მოდით ჩვენი მეორე ხეც დავამყნოთ რაღა მისი ნაყოფი იყოს სიკეთე გულისხმიერება ურთიერთპატივისცემა და სიყავრული.

აქტივობა 11.
როლური თამაში
მიზანი: წარმოსახვის უნარის განვითარება მასწავლებელი გამოსაძახებელი ჩხირით შერჩეულ ბიჭს სთხოვს მოირგოს ვანოს როლი. პროექტორით უჩვენებს გალიაში დამწყვდეული ჩიტის განცდებს,ბავშვებს ესმით ჩიტის სასოწარკვეთილი ხმოვანება. კატო წინასწარ მომზადებული ჩიტიანი გალიის კარს გააღებს და ჩიტს გაანთავისუფლებს.
აქტივობა სსსმ მოსწავლისთვის: სსსმ მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით მოირგებს კატოს როლს.


აქტივობა 12.
საშინაო დავალება და შეფასება
მიზანი: მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება დავალების შესრულებისას.
 
მასწავლებელი კლასს აძლევს საშინაო დავალებას. დავალება წინასწარ მოთავსებულია მოსწავლის პირად პორთფოლიოში. მითითებული ორი დავალებიდან მოსწავლე ირჩევს ერთს (სურვილისამებრ)
1.
რჩეევები ვანოს
2.
ჩიტის ნაამბობი
(
სამი წინადადებით გადმოეცით აზრი. დახატეთ ილუსტრაცია).
 
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასებით კრიტერიუმებზე დაყრდნობთ.

აქტივობა 13.
ურთიერთშეფასება
მიზანი: შეფასების უნარის განვითარება
მოსწავლეები შესაფასებელი სტიკერებით ახდენენ ურთიერთ შეფასებას ჯგუფები აფასებენ ერთმანეთს. პირველი ჯგუფი მეორე ჯგუფს, მეორე მესამეს, მესამე მეოთხეს, მეოთხე პირველ ჯგუფს.

ურთიერთთანამშრომლობა

მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის






























კითხვა პასუხი















პრეზენტაცია 1.


























პრეზენტაცია2.



























ტექსტზე მუშაობა




































ფიზიკური ვარჯიში









ტექსტზე მუშაობა















კითხვა პასუხი










































(გამოიყენება გამოსაძახებელი ჩხირები).

როლური თამაში.









მთელი კლასი



























მთელი კლასი















ჯგუფური მუშაობა


























ჯგუფური მუშაობა


























ჯგუფური მუშაობა


































მთელი კლასი










ჯგუფური მუშაობა














მთელი კლასი


















































































ჯგუფური მუშაობა






















































სქელი ფირცლიდან გამოჭრილი გმირების სურათები დანართი:3 კროსვორდი ფორმატზე დანართი: 4.






















მოთხრობის ილუსტრაციები დანართი:5














ფურცლები არეული მარცვლებით დანართი: 6
























დიდ ფორმატზე დაწერილი ტექსტი დანართი: 7 თაბახის ფურცლებზე დაწერილი ტექსტი დანართი: 8


















დაფა. ცარცი. წებოვანი ფურცლები.  მარკერი.
































მხიარული ლექსი.










დანართი:5 დანართი:7


























































ლეპტოპი.
პროექტორი.
გალია.ჩიტი.








საშინაო დავალების ფურცლები დანართი:9























3წთ





























2წთ















3წთ



























3წთ



























3წთ



































1წთ











4წთ















5წთ













































3წთ.










2წთ

























1წთ
დანართი:1
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლეებმა განივითარონ ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტის მოსმენის, გაგებისა და თავისი დამოკიდებულების გამოხატვის უნარები. გამოთქვან ვარაუდები სათაურის ირგვლივ გამოკვეთონ პერსონაჟის ძირითადი თვისებები.
შეფასების კრიტერიუმები

მაღალი
საშუალო
დავალი
დასკვნის გამოტანა და განზოგადება
სრულყოფილად შეუძლია დაკვირვების შედეგად სათანადო დასკვნების გამოტანა და განზოგადება
ნაწილობრივ შეუძლია დაკვირვების შედეგად სათანადო დასკვნების გამოტანა ცდილობს განზოგადებას
ვერ გამოაქვს სათანადო დასკვნები არ შეუძლია განზოგადება
აზრისჩამოყალიბება
სრულყოფილად აყალიბებს აზრებს
ნაწილობრივ სწორად აყალიბებს აზრებს
არასწორად აყალიბებს აზრებს
თანამშრომლობა
შეთანხმებულად მუშაობს ჯგუფში კარგად თანამშრომლობს ჯგუფის ყველა წევრთან
ჯგუფის ყველა წევრთან ვერ მუშაობს შეთანხმებულად, ჯგუფის ზოგიერთ წევრთან უჭირს თანამშრომლობა
ვერ მუშაობს ჯგუფში შეთანხმებულად ვერ თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან
პრეზენტაცია
ეფექტურად წარმოადგენს ნაშრომს, აქვს მკაფიო მეტყველება
ბუნდოვნად წარმოაჩენს ნაშრომს
ეფექტურად არ არის წამოჩენილი ნაშრომი, უჭირს აზრის ჩამოყალიბება
დანართი:2
კარგი საქციელი
ცუდი საქციელი
დანართი:3




დანართი:4







დანაართი:5

დანართი:6










დანართი:7








 დანართი:8










დანართი:9
საშინაო დავალება
მოსწავლე ----------------------------------------------
თარიღი-------------------------------------------------
ტექსტის სათაური--------------------------------------------------------------------------------
1.      ჩიტის ნაამბობი. დაწერე 3 წინადადებით
დახატე სურათი.

ჩიტი ყვებოდა, რომ:--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

რა იგრძენი კითხვის დროს? შემოხაზე ერთ-ერთი და შემდეგ დაწერე წინადადება.
                                                                   
                  Sსიხარული                 არაფერი                დაღონება           გაბრაზება
მე---------------------- იმიტომ, რომ -----------------------------------------

2.      რჩევები ვანოს. ვანოს ვურჩევდი, რომ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------დახატე სურათი


Comments

Popular posts from this blog

ტრენინგის მე-5დღე